შეხვედრა ბიზნესსაბჭოს წევრებთან

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში ეკონომიკური დიპლომატიის როლზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანის განცხადებით, ბიზნესწრეებთან ურთიერთობა და კოორდინაცია ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ასევე, ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების საკითხზეც. მომავალ წელს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება. კონფერენცია, ბიზნესზე იქნება ორიენტირებული, თუმცა, მას ასევე პოლიტიკური დატვირთვაც ექნება.