შეხვედრა ბიზნესმენებთან

ახალი ტურისტული ბაზრების მოძიება, – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა პრემიერთან დღევანდელ შეხვედრაზე დააყენეს. ირკვევა, რომ ამ სექტორს დღეს ყველაზე მეტად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტის საკითხი და პირდაპირი ავია-რეისების ნაკლებობა აწუხებს. პრობლემური თემების განხილვის დროს ბიზნესმენებმა მთავრობის მეთაურისგან აქტიური კომუნიკაციის და თანამშრომლობის პირობა მიიღეს. პრემიერ-მინისტრი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ბაზრების დივერსიფიცირებაში, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნასა და საუკეთესო საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებაში დახმარებას დაჰპირდა.