შეხვედრა ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროში

18:26, 06.12.2019

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია გერმანიაში სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევისა და ჯანდაცვის გერმანულ მოდელებს გაეცნო.

დელეგაციის წარმომადგენლებმა ბავარიაში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. საუბარი შეეხო საქართველოში სადაზღვევო სისტემის გაძლიერებასა და განვითარებას, ასევე ამ მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ბავარიის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელს და გაეცნენ ექიმთა პროფესიული განათლების სისტემის თავისებურებებს.

მსგავსი