შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტში

ქალთა უფლებები, უსაფრთხო გარემო ქალებისთვის, ახალგაზრდების მეტი ინფორმირებულობა გენდერული და სექსუალური შევიწროების შესახებ, – ამ თემებზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის პარალელურად გაიმართება იდეების კონკურსი სახელწოდებით, „ნუ შეავიწროებ პოტენციალს, როგორ შევქმნათ უსაფრთხო და დაცული სამუშაო გარემო”. იდეების კონკურსის მიზანია, წახალისდეს იმ გენდერულად მგრძნობიარე სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს აკადემიურ სივრცეებს და კერძო კომპანიებს დანერგონ სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი და უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო სივრცეები ქალებისთვის.