შეხვედრა აშშ-ს ელჩთან

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განხილვის თემა იყო პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში.

პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. რა კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს ელისაბედ რუდიმ და ბიძინა ივანიშვილმა, უცნობია.

შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა.