შეხვედრა აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულთან

12:05, 31.07.2026

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი დიაზი შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. ემი დიაზთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკვე გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს. ვინ როგორ აფასებს ახალი ელჩის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას და როგორია მოლოდინი? – საკითხს აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. როგორც ამერიკის საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, დიაზი სხვადასხვა ქვეყანაში, ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ სამსახურში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა. მათ შორის, მალავიში, ზიმბაბვეში, ავღანეთში, მექსიკასა და სხვა ქვეყნებში. ის ასევე, შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, აშშ-ის საელჩოში თბილისში. შეგახსენებთ, რომ აქამდე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ალან პერსელი ასრულებდა.

მსგავსი