შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან საპატრიარქოში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საპატრიარქოშიც იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ. შეხვედრას დაესწრო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელიც. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს. შიო მესამემ დელეგაცია საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დაპატიჟა. შეხვედრას წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ.