შეხვედრა აშშ-ის საელჩოში

რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებული მოვლენების გამო ამერიკის ელჩი საქართველოში მოქმედი ყველა ტელევიზიის ხელმძღვანელს ხვდება.

კელი დეგნანთან შეხვედრაზე იმყოფება პირველი არხის გენერალური დირექტორიც. მანამდე ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ სხვა ქვეყნების საელჩოებთან ერთად გავრცელებულ განცხადებაში ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და საზოგადოების წევრებზე მომხდარი ძალადობრივი თავდასხმები დაგმო.