შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში

ხელისუფლების ოპონენტები, საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლამდე, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, მმართველი გუნდის წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდნენ. დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით, შეხვედრა უკვე მეორედ გაიმართა.

თითქმის ორსაათიანი მოლაპარაკებები ამჯერადაც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. საუბრის დეტალური შინაარსი არ საჯაროვდება, თუმცა, როგორც ირკვევა, მხარეები პოზიციებს არ იცვლიან და მომდევნო შეხვედრას ელოდებიან.

ნათია ქენქაძემ მოისმინა პოლიტიკოსების განცხადებები შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ – როგორია მხარეთა პოზიციები?