შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მესამე სექტორს შეხვდა. ჯოზეფ ბორელმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ყურადღება თორმეტი რეკომენდაციის შესრულებაზე გაამახვილა.

არასამთავრობო ორგანიზაციები წლის ბოლოს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდებიან, ფიქრობენ, რომ საქართველო იმსახურებს, გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი, თუმცა, დარწმუნებულები არიან, რომ სტატუსის მოპოვება მძიმე დათქმებითა და კონკრეტულ ვადებში იქნება გაწერილი.