შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

სახელმწიფო ინსპექტორი მესამე სექტორს შეხვდა. იმსჯელეს იმ სამართლებრივ ბერკეტებზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ხელს შეუშლის. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები ამბობენ, რომ ინიციატივა ანტისახელმწიფოებრივია და დემოკრატიას ზიანს მიაყენებს. ლონდა თოლორაია იმედს გამოთქვამს, რომ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.