შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

ოცზე მეტი ოპოზიციური პარტია, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმოწერებს აგროვებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნას ხელი   არასამთავრობო სექტორმაც მოაწერა. ოპოზიციის მოთხოვნაა პროპორციული წესით არჩევნები არა 2024, არამედ 2020 წელს ჩატარდეს. მამუკა კაციტაძის განცხადებით, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 20 მაისისთვის იმ საჭირო რაოდენობის ხმას შეიტანს, რაც საჭიროა სამართლებრივი პროცესის დასაწყებად.