შეხვედრა არარეზიდენტ ელჩებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლა. ცერემონიების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა უცხოელ დიპლომატებს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევას – საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. საქართველოში სულ 24 არარეზიდენტი ელჩი ჩამოვიდა, რომლებმაც შეხვედრები გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან. ამის შემდეგ კი, საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცეს.