შეხვედრა ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან
ცესკო-ს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. ისაუბრეს არჩევნების მნიშვნელობაზე, დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის როლსა და ინფორმირების მნიშვნელობაზე. აქცენტი გაკეთდა დეზინფორმაციის გავლენაზე და ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შეაფასა. დისკუსიის მონაწილეებს გააცნეს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია, რომელიც დეზინფორმაციის პრევენციასა და საზოგადოების დროულ და ობიექტურ ინფორმირებას ისახავს მიზნად. ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო.