შეხვედრა ამომრჩეველთან

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ქედაში შეხვდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ტარიელ ნაკაიძე წარადგინა. ლიდერებმა სიტყვით მიმართეს მოქალაქეებს. მათ ადგილობრივ პრობლემებზე და ცვლილებების აუცილებლობაზე ილაპარაკეს. ასევე მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ სამომავლო ხედვა გააცნეს.