შეხვედრა ამომრჩეველთან

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა მათ თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა, რადგან თვითონ 14 წლის მანძილზე არასამთავრობო სექტორს წარმოადგენდა.

დატოვე კომენტარი