შეხვედრა ამომრჩეველთან

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსკოვის გამზირზე მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

სოზარ სუბარმა ადგილობრივებს პრიორიტეტული საკითხები გააცნო, რომელიც ამორტიზებული ლიფტების ახლით ჩანაცვლებას, საცხოვრებელი ფართების დაკანონებას და საბავშვო ბაღების მშენებლობას ეხებოდა. სოზარ სუბარმა ისანში ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და სახელმწიფოს მხრიდან მეწარმეების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება.