შეხვედრა ამომრჩეველთან

მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე. პარტიის ლიდერი ამჯერად რუსთავში იმყოფებოდა, სადაც მხარდამჭერებს შეხვდა. „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა რუსთავის მოსახლეობას ძლიერი ეკონომიკის ფარგლებში, რეგიონების განვითარების გეგმა, უფრო კონკრეტულად კი რუსთავის, როგორც დიდი ინდუსტრიული პოტენციალის მქონე ქალაქის, განვითარების შესახებ პარტიის ხედვები გააცნო.

საუბარი შეეხო საინვესტიციო ფონდის ფორმირებასა და გრძელვადიანი და შედარებით იაფი საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვას, რომელმაც ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მსუბუქი მრეწველობის დარგი უნდა განავითაროს.