შეხვედრა ამომრჩეველთან

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში, გიგი უგულავა ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. გიგი უგულავას თქმით, რეგიონში მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარებაა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მისი გუნდის ამოცანა ანაკლიის პორტის აშენება იქნება, რომელიც ქვეყანას ახალ სამუშაო ადგილებსა და გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს.

 

დატოვე კომენტარი