შეხვედრა ამომრჩეველთან

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში, გიგი უგულავა ზუგდიდში ცნობილ მწვრთნელს, რეზო ბუკიას შეხვდა, რომელიც ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, რაიონულ პოლიციასთან ერთად, მას ბოტანიკურ ბაღში სპორტსმენების ვარჯიშს უკრძალავს. გიგი უგულავას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება რეზო ბუკიას მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო ავიწროებს.