შეხვედრა ამერიკის ელჩთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი,   ამერიკის ელჩს შეხვდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, რომელიც პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ამჟამად უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

თეა ახვლედიანმა, ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მნიშვნელობაზე.  აშშ-ის ელჩმა დადებითად შეაფასა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა და ამ პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დატოვე კომენტარი