შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტში

კახეთში ბიოსფერული რეზერვატის,  როგორც ბუნების კონსერვაციის და მდგრადი გამოყენების საუკეთესო ინსტრუმენტის შექმნის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.

პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გერმანიის მთავრობის დახმარებით ხორციელდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ომალოს, დართლოს, შენაქოსა და ჯვარბოსლის თემების წარმომადგენლებს შეხვდა. მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებებზე დაყრდნობით, დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, ეკოტურიზმის, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ტყისა და მიწათსარგებლობის, ტრადიციული ხელ-საქმისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებებით.