შეხვედრა ახალქალაქში

მმართველმა პარტიამ მორიგი საარჩევნო შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ამჯერად ახალქალაქში გამართა.

შეკრებილი საზოგადოებისთვის თავდაპირველად კონცერტი გაიმართა, რომელზეც ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა იმღერეს. ამის შემდეგ ახალქალაქის ცენტრში შეკრებილებს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მიმართეს.

სიტყვით გამოსვლებისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის ევროპულ გამოცდილებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას და პრინციპულ არჩევანზე საუბრობდნენ, რომელიც მათი თქმით, 28 ნოემბერს წარსულსა და მომავალს შორის უნდა გაკეთდეს.