შეხვედრა ახალი დეპარტამენტის თანამშრომლებთან
დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს ახალი განყოფილების თანამშრომლებს შეხვდა. დედოფლისწყაროს განყოფილება კახეთის რეგიონულ სამმართველოს, დეპარტამენტის გაძლიერების პროცესის ფარგლებში დაემატა და სამინისტროსგან გადაეცა შენობა, რომელშიც გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები განთავსდნენ. მინისტრის თანამშრომლებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დედოფლისწყაროში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს, როგორიცაა უკანონო ტყით სარგებლობა და ბრაკონიერობა.