შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრებთან

15:03, 10.07.2026

ქვეყნის მართვაში ახალგაზრდების ჩართულობასა და ამ მიმართულებით ხელშეწყობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან და ბორდის წევრებთან. ძირითადი აქცენტი გამართულ შეხვედრებზე გამოკვეთილ მთავარ მიმართულებებზე გაკეთდა.

ჯამში 11 კონფერენცია ჩატარდა, სადაც ორი წლის გეგმებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ძირითადად რეგიონებში ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სივრცეების ნაკლებობა ფიქსირდება. ადგილობრივებს დასაქმების პრობლემა და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები აწუხებთ. საუბარი შეეხო ამ პრობლემების მოგვარების აუცილებლობას. შეხვედრას ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძეც ესწრებოდა.

მსგავსი