შეხვედრა ახალგაზრდებთან საზაფხულო ბანაკში

15:20, 15.08.2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად, წყალტუბოს საზაფხულო ბანაკის მონაწილე, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში შეხვდა.

აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა ჰაბში თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო სივრცეები, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს.

შეხვედრის ფარგლებში, გიორგი ჯინჭარაძე და გივი მიქანაძე ახალგაზრდების წინადადებებსა და ინიციატივებს გაეცნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

მსგავსი