შეხვედრა ახალგაზრდა ფერმერებთან

ახალგაზრდა ფერმერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა. ისაუბრეს დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის დარგობრივი განათლების მნიშვნელობაზე, სერვისების გაუმჯობესებასა და  საგრანტო დახმარებების საჭიროებაზე.

მინისტრმა ახალგაზრდა ფერმერებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.