შეხვედრა ახალციხეში

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას მმართველი გუნდის წევრები, პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები ესწრებიან. განხილვაში მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები.

აღნიშნული კომისია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობს, რომელიც 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ქვეყნის მასშტაბით 11 ლოკაციაზე მოხდება.