იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეხვდნენ.
ქვეყნის მეთაურებმა დიპლომატებს თანამდებობის დაკავება და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვეს. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ქალაქ რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე, თამარ ლილუაშვილი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი – საქართველოს ელჩი იყო ბულგარეთის რესპუბლიკაში. ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ლევან დიასამიძე დაიკავებს. იგი 2022 წლიდან დღემდე, მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის პოზიციას იკავებდა.