შეხვედრა აგროსასურსათო კომპანიების წარმომადგენლებთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მსხვილი აგროსასურსათო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. დავით სონღულაშვილმა შეხვედრები გაიმართა აგროინდუსტრიულ ჯგუფებთან, ბიოენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებთან, მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აგროწარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების, ხარისხისა და წარმოების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვის, მართვის გაციფრულების მიმართულებებით საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების მნიშვნელობას.