საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თანამშრომლობა ერთობლივი პროექტის გარშემო – დოკუმენტური სერიალი „ცნობილი აფხაზების უცნობი ამბები“. სერიალი გადაღებულია მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის – „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ მიხედვით.
ფილმის გმირები არიან ის აფხაზები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, ქართველებთან ერთად, ემიგრაციაში აგრძელებდნენ. დოკუმენტური სერიალის სამი ნაწილის გადაღება, რომელიც რამდენიმე სერიას მოიცავს, უკვე დასრულებულია. სერიალს მაყურებელი სექტემბერში იხილავს.