შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებთან
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საოჯახო სამხატვრო გალერეაში, მოეწყო მათი ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ.