შეხვედრა აფენის თემის მოსახლეობასთან

ლაგოდეხის რიონის, აფენის თემის მოსახლეობა სასმელი წყლის, შიდა გზების და სანიაღვრე არხების  პრობლემაზე საუბრობს. ადგილობრივებს პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი აფენის თემის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან, მალხაზ მელაშვილთან ერთად შეხვდა. გიგი წერეთლის განცხადებით, ადგილობრივების რთული ვითარების გამო, ხელისუფლება ვალდებულია მათ ელემენტარული მოთხოვნები დაუკმაყოფილოს.