შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე

პროექტზე ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა პრეზენტაცია გამართეს.

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა   რეგიონებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს და ინფორმაცია მიაწოდეს ადამიანის უფლების დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

პროექტი მიზნად ისახავს, საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. პრეზენტაციის დროს მხარეებმა პროექტის მიმდინარეობისას რეგიონში არსებული პრობლემები შეაჯამეს. გარდა ამისა, მონაწილეებმა პროექტის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

დატოვე კომენტარი