შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან

18:25, 25.08.2026

აჭარის ეკონომიკური განვითარების, ბიზნესის მხარდაჭერის, ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების საკითხები განიხილეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებთან და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან.

საუბარი შეეხო საქმიანი ტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებას, მაღალმთიან აჭარაში საოჯახო სასტუმროების მხარდაჭერას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდას.

მსგავსი