შეხვედრა 166 სკოლის წარმომადგენლებთან 

21:51, 29.09.2026

პროტესტი 166-ე სკოლაში. პედაგოგების და მშობლების ნაწილი სკოლის დემონტაჟის გეგმის შეჩერებას და შენობის დანგრევის ნაცვლად სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს. აქციის მონაწილეების განმარტებით, უნდა გადაიხედოს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით სკოლას მე-2 და მე-3 ხარისხის დაზიანებები აქვს და დემონტაჟი სჭირდება. მშობლების და პედაგოგების თქმით, დაზიანებების ხარისხი არ არის იმ მასშტაბის, რომ შენობა დემონტაჟს ექვემდებარებოდეს. აქციის შემდეგ დიდუბის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად ინფრასტრუქტურის მინისტრი, განათლების მინისტრის მოადგილეები და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სკოლის შენობის დანგრევის და ახალი შენობის აშენების გადაწყვეტილება არ შეიცვლება და არც ალტერნატიული ექსპერტიზა არ ჩატარდება.

მსგავსი