შეჯიბრი შუხუთში

18:20, 28.04.2019

ბრძოლა 16 კილოგრამიანი ბურთისთვის.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში აღდგომას ტრადიციული შეჯიბრით ხვდებიან. შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა ერთფუთიან ლელობურთს ჰაერში აგდებს და ზემო და ქვემო შუხუთლებს შორის დიდი შერკინება იწყება. გამარჯვებული ის მხარეა, რომელიც ღელეზე ბურთის გადატანას შეძლებს.

წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც მიენიჭა. შერკინებას თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს.

მსგავსი