შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით ხელმოწერების შეგროვების კამპანია დაასრულა.

ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ მათ 100 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვეს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნიან. რა არგუმენტები აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და როგორ აფასებენ მათ კამპანიას პოლიტიკურ სპექტრში.