შეიცვლება თუ არა ბაღების დაფინანსების სქემა

საბავშვო ბაღების შენობების სიმცირის გამო ჯგუფებში აღსაზრდელების რაოდენობა ახალი კანონით დადგენილ ლიმიტს ხშირ შემთხვევაში აჭარბებს. გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე მთავრობა ახლა გამოსავალს ეძებს. ერთ-ერთი ასეთი გზა შესაძლოა შეძლებული ოჯახებისთვის გარკვეული გადასახადის დაწესება იყოს. რა რაოდენობის თანხაზე იქნება საუბარი, ან რის მიხედვით განისაზღვრება გადასახადის გადამხდელთა სეგმენტი – პრემიერს დეტალები ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუმცა დეპუტატებს უკვე აქვთ გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები.