შეიარაღებული თავდასხმა საგარეჯოში

საგარეჯოში წუხელ შემზარავი ტრაგედია მოხდა.

გვიან ღამით მთელი ქვეყანა შეძრა ცნობამ, რომ კახეთში დიდი უბედურება დატრიალდა. საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის ბინიდან მამაკაცმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით მან „კალაშნიკოვიდან“ დამიზნებით ისროლა ქუჩაში მყოფი მოქალაქეების მისამართით და ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის ერთი დაღუპული ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, ოთხი კი მსროლელის მეზობელი – ყველა ახალგაზრდა 20-დან 35 წლამდე მამაკაცი. დაჭრილია ხუთი პირი, ერთის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ. შემთხვევის ადგილი ამ დრომდე საპოლიციო ლენტით არის შემოფარგლული. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

რას ყვებიან თვითმხილველები მომხდარის შესახებ და როგორ ახასიათებენ მეზობლები და თანასოფლელები მსროლელს, რომელმაც არსებული ინფორმაციით, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, –  გენო ოსიყმაშვილი მუშაობს საგარეჯოში.