შეიარაღებული თავდასხმა პენსილვანიაში

15:15, 11.10.2026

შემზარავი მკვლელობა ამერიკის შეერთებულ შტატებში – პენსილვანიაში, შეიარაღებულმა მამაკაცმა რვა ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. 45 წლის მსროლელმა, რომლის ვინაობაც ჯერ არ დადგენილა, მკვლელობები ქალაქ ერიში, საკუთარ ოჯახში ჩაიდინა. ერის პოლიციის ინფორმაციით, რვა მსხვერპლიდან შვიდი თავდამსხმელის ნათესავი იყო, ხოლო მერვე — ოჯახის მეგობარი. პოლიციას თავდამსხმელი გარდაცვლილი დახვდა. მსხვერპლთა შორის არიან ერთი წლის გოგონა და ხუთი წლის ბიჭი; სროლის შედეგად ასევე დაიღუპა ორსული ქალი. მასობრივი მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

მსგავსი