გუშინდელ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. ის პროტესტის მონაწილეებს შორის შეიარაღებული გადაადგილდებოდა. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცების გარდა, სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. აქციებში მონაწილე ოპოზიცია ამბობს, რომ დაკავებულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ნებისმიერი სახის ძალადობას კი – ემიჯნებიან. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი „მშვიდობიანი დამხობის“ იდეას იზიარებენ. „ქართულ ოცნებაში“ აქციაზე შეიარაღებული პირის დაკავება ოპოზიციის მხრიდან გადატრიალების მცდელობის გაგრძელებად მიაჩნიათ.