შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი მეწარმეებისთვის

მთავრობის წარმომადგენლებმა დასავლეთ საქართველოში მომუშავე მეწარმეებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეღავათიანი პირობები მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება იმ ბიზნესს, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული სტატუსის მქონე ბიზნესი 5 პროცენტის ნაცვლად, ერთი პროცენტით დაიბეგრება.

საგადასახადო ცვლილება 120 000-მდე მეწარმეს შეეხება.

ქუთაისში გამართული შეხვედრის ორგანიზატორი სავაჭრო-სამრეწველო პალატაა.