შეღავათები ქართველი მეწარმეებისთვის

კანონპროექტის მომზადების მიუხედავად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამოქმედდება თუ არა შეღავათები ადგილობრივი წარმოებისთვის.

ერთი წლის წინ მომზადებული ინიციატივის განხილვა შეჩერდა. საუბარია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ქართული კომპანიებისთვის 10 პროცენტამდე შეღავათის დაწესების იდეაზე, რაც უცხოელ მწარმოებლებთან მათ კონკურენტულობას გაზრდის.

შესყიდვების დროს შექმნილ არათანაბარ პირობებზე ქართველი მეწარმეები უკვე წლებია, საუბრობენ.

სახელმწიფო შესყიდვებზე წელიწადში დაახლოებით 5 მილიარდი ლარი იხარჯება. თანხის დიდი ნაწილი კი იმპორტირებული პროდუქციის შეძენას ხმარდება, ანუ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის.