შეღავათები მრავალშვილიანი მშობლებისთვის

18:27, 09.03.2018

მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს პარლამენტში.

ჯანდაცვის კომიტეტის წევრები მრავალშვილიან მშობლებს შეხვდნენ და კანონპროექტზე მათი პოზიციები მოისმინეს. ინიციატივით,  მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი 4 და მეტ შვილიან ოჯახებს მიენიჭებათ და ისინი სოციალური შეღავათით ისარგებლებენ. კერძოდ, პროექტით, მოხდება ელექტროენერგიის სუბსიდირება და 4 შვილიან ოჯახებს, ყოველწლიურად, ელექტროენერგიაზე 240-ლარიანი დახმარება გაეწევათ, ყოველ მომდევნო შვილზე კი დაემატებათ – 120 ლარი.

მსგავსი