შეღავათები მცირე ბიზნესისთვის

მთავრობა მცირე ბიზნესისთვის შეღავათებს აწესებს.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ფინანსთა მინისტრმა დღეს დეტალურად განმარტა. დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში შემცირდება ბრუნვის გადასახადი, ასევე იზრდება ზღვარი იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც მცირე მეწარმის კატეგორიაში გავლენ.

ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ცვლილებები მცირე მეწარმეების საგადასახადო ტვირთს მნიშვნელოვნად შეამცირებს, თუმცა ოპონენტებისთვის ცვლილებათა პაკეტი არასაკმარისია.