შეღავათები ბიზნესს - მთავრობის გადაწყვეტილება

ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესს, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები ოთხი თვით გადაუვადდებათ. მთავრობა ქართული ეკონომიკის სტიმულირებისა და კორონავირუსის გავრცელების ფონზე ნეგატიური პროცესების შესამცირებლად, კონრეტულ ნაბიჯებს დგამს.

პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილებების შესახებ მედიას ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გააცნო. გიორგი გახარიამ ლარის გაუფასურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გავლენა მსოფლიოში არსებულმა მდგომარეობამ იქონია, საჭიროების შემთხვევაში კი, ქმედითი ნაბიჯები იქნება მიღებული.