შეფერხებები საავტომობილო გზებზე

12:22, 01.03.2026

უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული საავტომობილო გზებზე. გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, დროებით აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა. მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: გომი-საჩხერეს მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახისგ ზებზე, საჩხერე-ონის გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე და ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.

მსგავსი