შეფერხება ვაქცინაციის პროცესში

საქართველოში იმუნიზაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.

მეორე დღეა „ასტრაზენეკაზე“ დარეგისტრირებული მოქალაქეების ნაწილი აცრას ვერ ახერხებს. ხუთი ათასამდე ადამინს შესაბამისი რეგისტრაცია საერთოდ გაუუქმდა. შეფერხების მიზეზი მწარმოებელი კომპანიაა, რომელმაც საქართველოსთვის პრეპარატის დროული მოწოდება ვერ მოახერხა. ვაქცინების დეფიციტი მწვავე განცხადებების მიზეზი გახდა საკანონმდებლო ორგანოშიც.