შეფერხება ვაქცინაციის მეორე ეტაპზე 

მასშტაბური ხარვეზი ვაქცინაციის პროცესში.

ჩინური „სინოფარმის“ მეორე დოზაზე რეგისტრაციის დაწყებიდან უკვე 25 საათია გასული, თუმცა მოქალაქეთა დიდი ნაწილი სასურველ დროს და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ ადგილზე დარეგისტრირებას საათების განმავლობაში ვერ ახერხებდა. ფანჯრის გახსნიდან პირველ საათებში მაღალი მიმართვიანობის გამო ტექნიკური პრობლემა შეიქმნა და ვებ-გვერდის სრული პარალიზება მოხდა. 50 000 ადამიანისთვის გათვალისწინებული „სინოფარმის“ პირველი დოზები სრულად დაჯავშნილია და რეგისტრაცია მხოლოდ მეორე დოზაზე გაიხსნა, თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობის ნაწილი შესაბამის ინფორმაციას არ ფლობდა. გუშინ საღამოს შემდეგ დარეგისტრირებას პირველი დოზით აცრის მსურველებიც ცდილობდნენ, რამაც მიმართვიანობა კიდევ უფრო გაზარდა და სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. ცალკე პრობლემაა „ასტრაზენეკაზე“ ხელმისაწვდომობაც. ბრიტანულ-შვედური ვაქცინით აცრა 45 წელს ზემოთ პირებზეც დაუშვეს, თუმცა მეორე დღეა, „ასტრაზენეკაზე“ რეგისტრაციის პროცესიც შეფერხებით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი